ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 64 მილიონ დოლარს გამოუყოფს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მზარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.
ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია.“–ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.