“ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს კაცო, რა გინდათ? სასამართლოს მიმართონ, სასამართლო გადაწყვეტილება არა მარტო ჩემთვის და შალვასთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის არის გადამწყვეტი.
არაფერს [ეთერიდან ჩახსნა] არ ვაპირებ სასამართლო გადაწყვეტილებამდე. სასამართლომდე ასე ადამიანის გამტყუნება, რომ გინდა თუ არა ესე იყო, ჩემთვის მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა, 65 [ქალიც] რომ იყოს, სასამართლო როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, შემდეგ ვისაუბრებთ“,
აცხადებს POSTV-ის მფლობელი, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მისი ტელეკომპანიის ხელმძღვანელზე შალვა რამიშვილზე საუბრისას.