“სტრატეგია აღმაშენებლის” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. კორონავირუსი აღმოაჩნდა მის მეუღლესაც, მოგვიანებით კი დედას. თაკო ჩარკვიანი მის დაინფიცირებას ერთ–ერთ ტელეგადაცემაში სტუმრობას უკავშირებდა, სადაც მას ლევან გოგიჩაიშვილის მიკროფონი ეკეთა, რომელიც იმ დროისთვის კოვიდით უკვე დაინფიცირებული იყო.