7 ოპოზიციური პარტია ერთობლივი განცხადებას ავრცელებს

7 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება და მოწოდება ხელისუფლებას . ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები, რომლებიც თვლიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.

“ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ ოცნების მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს.

მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება.

ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა, თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე. “ქართული ოცნების” არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა.

დღესაც მივმართავთ “ქართულ ოცნებას” – დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს”- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ბლოკი “ძალა ერთობაშია” – პროგრესი და თავისუფლება, სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია
  • ლელო
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია

„ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის“ – როგორია თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის“  - თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსის ებრძვის, თავისი...

საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა გარდაიცვალა 4 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 355 შემთხვევა დადასტურდა გარდაიცვალა 4 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737...

ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო

ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო . ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის...

ტიკარაძის განცხადებით, დაჯავშნულა 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც WHO-ს აღიარებას ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაჯავშნულია, 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო...

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია აცხადებს. "მემორიალი მიმდინარე წლის...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები შუამავლობის ჯგუფს ქმნიან – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები "შუამავლების ჯგუფს" ქმნიან, რათა საქართველოს...

Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 280 მილიონამდე ადამიანი

მსოფლიოში Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 280 მილიონამდე ადამიანია აცრილი....

რა შემთხვევაში შევა “ლელო” პარლამენტში – ბადრი ჯაფარიძის განმარტება

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, და ჩაერთვებიან საგამოძიებო...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო