7 დღეში რუსეთი გამოიფიტება, ძალთა ბალანსი მთლიანად შეიცვლება – ჰოჯესი

შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ჰოჯესი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ერთ კვირაში დღეში რუსეთი გამოიფიტება.

მისი განცხადებით, პუტინმა არ შეაფასა უკრაინის მოსალოდნელი პასუხი შეჭრის დაწყებამდე.

“ვფიქრობ, უახლოეს 7 დღეში რუსეთი გამოიფიტება. მათ არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა, განიცდიან მძიმე დანაკარგებს და აქვთ პრობლემები პერსონალთან დაკავშირებით – ამიტომ სთხოვენ სირიას მებრძოლების მიცემას, ჩინეთს დახმარებას სთხოვენ”,– თქვა გენერალმა.

ბენ ჰოჯსის აზრით, დაახლოებით ერთი კვირა გვაშორებს იმ მომენტს, როდესაც ძალთა ბალანსი შეიცვლება.

“მათი უნარი, აიღონ კიევი ან სხვა დიდი ქალაქი – მაგალითად, ოდესა – ვფიქრობ, 7 დღეში ისინი ამას ვერ შეძლებენ. შემდეგ კი ძალთა ბალანსი მთლიანად შეიცვლება და უკრაინის უპირატესობები, როგორიცაა ლოჯისტიკური მხარდაჭერა, გაუმჯობესდება“, – განაცხადა გენერალმა.