ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 799 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა.
7 თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 262 024
- გამოჯანმრთელებულია – 253 614
- გარდაცვლილია – 3 283
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 13 573, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 252, PCR ტესტით – 6 321
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,95%, ბოლო 14 დღის – 3,87%, ბოლო 7 დღის – 3,64%
- კარანტინის რეჟიმში – 450
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 230
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 294
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 77 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,3 მილიონზე მეტი.