7 იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება – კუჭავა ევროპარალმენტარებზე

“7 იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება”- ეს განცხადება ევროპარლამენტარების შეფასებების კომენტირებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ გააკეთა.

“ძალიან საყურადღებოა, თუმცა ეს არ არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, ამიტომ ნებისმიერი სახის სანქციაზე ან რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ნაადრევი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება წერილის პასაჟს, კარგად გვესმის, რომ ისინი არათუ სწუხან პრობლემაზე, არამედ ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ. სამწუხაროა, რომ წერილში გარკვეული უზუსტობა ვნახე – კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის მოშველიება და იქვე რიგგარეშე არჩევნების ხსენება. დანიელსონს თავის შემოთავაზებაში რიგგარეშე არჩევნები მითითებული არ ჰქონდა. ახალი მოსაზრების გაჩენა და იმის მითითება, რომ ეს დანიელსონის დოკუმენტში იყო აღნიშნული, უბრალოდ უზუსტობაა და ამას თავად დანიელსონიც დაადასტურებს. შვიდი კი არა, ერთი პარლამენტარიც რომ იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველას მოსაზრება გავითვალისწინოთ, მაგრამ შვიდი იქნება თუ 27, მათი პოზიციის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ გარკვეული სანქციები წესდება. ამაზე სპეკულირება არ არის სწორი”, – განაცხადა კახა კუჭავამ.