ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო პაციენტი 18 გარდაიცვალა.
7 მაისის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 319 266
- გამოჯანმრთელებულია – 298 807
- გარდაცვლილია – 4 245
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 25 541, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 212, PCR ტესტით – 11 329
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,06%, ბოლო 14 დღის – 5,66%, ბოლო 7 დღის – 6,76%
- კარანტინის რეჟიმში – 69
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 354
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 759