7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია აქციას გამართავს

7 ნოემბერს, კვირას რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გამარათავს. ამის შესახებ ენმ- ის თავჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მელიას თქმით 7 ნოემბერს აქცია ბევრად უფრო მასშტაბური და განსხვავებული იქნება ვიდრე იყო 14 ოქტომბერს.

“აქ ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი უკეთესობისკენ და ძალიან მალე კიდევ ერთხელ გადაწყდება ამ სახელმწიფოს ბედი.  თუკი რამე გამოხატავს სიყალბეს, ეს გახლავთ გუშინდელი თითქოს ქართული ოცნების მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები. მე არ მახსოვს არცერთი არჩევნები უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არამხოლოდ უკანასკნელ წლებში, რომლის შედეგებთანაც მიმართებაში, საზოგადოებაში არის ესოდენ დიდი კონსენსუსი, რომ ეს არჩევნები არა უბრალოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავისი ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით. ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ არ ეყოთ. მათ ყველაფერი იკადრეს მეორე ტურში, მაგრამ შედეგი, რომელიც გაიფორმეს, ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის და ვიბრძვით, დიახაც, ახლა, როგორც არასოდეს, დღეს უფრო ემტად, ვიდრე გუშინ გამარჯვებისთვის. დიახაც, ხალხის ხმა უნდა შეისმინოს ხელისუფალმა, ოლიგარქმა, მთავრობამ? არა ხალხის ხმამ უნდა შეისმინოს მოძალადეთა ერთობამ, რომელმაც უბრალოდ დაირქვა სახელად ქართული ოცნება.