“თბილისის მერი ნაცვლად პრობლემების მოგვარებისა, ახალ სიმაღლეს იპყრობს უზრდელობაში, სიცრუეში. დღეს მან ცილი დამწამა. თქვენი სასამართლოს გადაწყვეტილება როგორიც არ უნდა იყოს, ჩემო კახი, შენ ხომ იცი, რომ მე არცერთი კაპიკი მაქედან არ წამომიღია. მე რასაც მედავებით, 100-ჯერ მეტი გაქვს შენ გაკეთებული. მთელი შენი პარტია დასაქმებული გყავს, უსაქმურები, მუქთახორები, მათ შორის, კორცხელის ზონდერები და არაფერში მათ უხდი ხელფასს.

განსხვევება ჩემსა და თქვენს შორის არის ერთადერთი – შენ ჩვეულებრივი კორუმპირებული ხარ, 4 ავტობუსიდან 1 თბილისელებს მოპარე. 60 მილიონი პარტიაში წაიღე ავტობუსების ფული. მიუხედავად ამისა, თუ სახელმწიფოს დაჭირდება, არა შენნაირად შურისძიების გზით ვიარო, მილიონები ვხარჯო პოზირებაში. გუშინ წააგე. ახალმა პოლიტიკურმა თაობამ ბეჭებზე დადო. ქალაქის მერმა გუშინ სახე დაკარგა.

კახი კალაძე როცა ხარ, 7 ნოემბერზე და გირგვლიანის ტრაგედიაზე ჯობია გაჩუმდე, ტრაგედიიდან 2 წელი უსაპნოდ რომ უძვრებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს, და მილებს, კანალიზაციას, სკვერებს მიხედო”

მიმართა გიგი უგულავამ თბილისის მერს, კახა კალაძეს. კალაძემ დღეს მასზე თქვა, რომ რევოლუციაზე ოცნებობს, რათა “ისევ გაძარცვოს თბილისელები”.