ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული რადიკალური, ექსტრემისტული, ანარქისტული ძალები, მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები – ნაცმოძრაობის, გირჩი – მეტი თავისუფლების, ფრანკლინის კლუბის, ანარქისტული მოძრაობები. თქვენ გახსოვთ, რომ მათ ჰქონდათ პოლიციაზე თავდასხმის მცდელობები. კარგად ვნახეთ მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით და ა.შ ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებითა და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა.