7 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი Pfizer-ით აიცრა

7 თვის ორსული საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. ის სხვა ორსულებსაც ურჩევს, ვაქცინა გაიკეთონ.

“ორჯერ შემხვდა კორონავირუსი ბოლო 2 წლის განმავლობაში, შესაბამისად, 6 თვე გავიდა ბოლო ინფიცირებიდან და მეშინია, რომ კიდევ ავად გავხდები და ორგანიზმი ძალიან რთულად გადაიტანს, ან ვერ გადაიტანს.

ჩემს კლინიკაში ჩემი ექიმის რეკომენდაციით ვიკეთებ აცრას. ძალიან ბევრი ორსული შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს და ვურჩევდი ყველას, რომ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობთ ხელს, აუცილებლად გაიკეთონ აცრა”, – თქვა რაჭველიშვილმა.