ძალადობის მსხვერპლი 70 წლის მონაზონი ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას ხაშურიდან თბილისში გადმოჰყავს. ქალის ჯანმრთლეობის მდგომარეობა უმძიმესია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხრამუხის დედათა მონასტერში ძალადობასა და ძარცვასთან დაკავშირებით 2 ადამიანის დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებს ბრალად 70 წლის პირის გაუპატიურება და ყაჩაღობა ედებათ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.