ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის კლინიკაში 23 ოქტომბერს შეიყვანეს, დღეს კი გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.
“გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ მამაკაცი შესაბამის სამედიცინო მკურნალობას ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ გადიოდა. ზემოაღნიშნული კლინიკა გახლავთ კოვიდ-19-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 71 წლის მამაკაცს, გარდა კოვიდ-19-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს, გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.