“72 საათს ვაძლევ ღარიბაშვილს.! ვიშიმშილებთ, სანამ არ მოვკვდებით” – საქალაქო სასამართლოსთან, აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია “აკორდ ჯორჯიას” დასაქმებულებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი კომპანიას კუთვნილ ანაზღურებას სთხოვენ აქციის მონაწილეები კომპანიის მოთხოვნების შესასრულებლად სამდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთვევაში კი პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავენ .
”72 საათს ვაძლევ ირაკლი ღარიბაშვილს! ან დაფარეთ აკორდის ყველა დავალიანება, ჩანიშნეთ ყველა სასამართლო სხდომა, წესიერად მოიქეცით და ხალხს ყურადღება მიაქციეთ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველა აქ შევიკრიბებით და დავიწყებთ შიმშილობას, სანამ არ მოვკვდებით მანამდე”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.