“ატლანტიკური საბჭოს” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, შესაძლოა უპრიანი იყო ახალი სტატუსის შექმნა, მაგალითად, ასოცირებული წევრის სტატუსის. ვერშბოუ ხაზგასმით ამბობს, რომ მოსკოვთან სამომავლო უკეთესი ურთიერთობების სამსახვერპლოზე, დასავლეთმა რუსეთის მეზობელი ქვეყნები არ უნდა შეწიროს. დიპლომატი ამბობს, რომ დასავლეთი საქართველოს, უკრაინასა და ახლა უკვე ბელარუსს, საკუთარი სუვერენიტეტის დაცვაში უნდა დაეხმაროს.
„ნატოში რუსეთის წვერობის საკითხი, სერიოზულად იყო განხილული კლინტონსა და ელცინს შორის. თუმცა, საქმე ამაზე შორს არასდროს წასულა. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ამ საკითხს რაიმე ფორმით დავუბრუნდეთ. მაგალითად, უკეთესი სამოქალაქო ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს შორის, რათა არ ჰქონდეთ განცდა, რომ ნატო-რუსეთის პარტნიორობა მხოლოდ ფასადური მიდგომაა. ეს შეიძლება გაკეთდეს ერთგვარი ყოვლისმომცველი მეთოდით. თუ რას ვაკეთებთ უკრაინასა და საქართველოს წევრობისკენ სწრაფვის შესახებ: ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის“ – განაცხადა ვერშბოუმ.
ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ, რომელიც მანამდე, 2001-2005 წლებში, რუსეთში აშშ-ის ელჩი იყო, ფიქრობს, რომ დასავლეთმა რუსეთთან ურთიერთობების განსაზღვირსას, უკრაინისა და საქართველოს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. ვერშბოუ იხსენებს უკრაინაში მომხდარი ნარინჯისფერი რევოლუციის პერიოდს და ამბობს, რომ ეს ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა ვლადიმირ პუტინისთვის, რომელიც მაშინ ამერიკას უკრაინის „მოპარვაში“ სდებდა ბრალს. ვერშბოუ ფიქრობს, რომ პუტინმა სწორედ ამის შემდეგ გააძლიერა ძალისხმევა, დემოკრატიული ცვლილებებით, რუსეთის „ინფიცირების“ შესაჩერებლად.
„ამ მომენტიდან, ვლდაიმირ პუტინი დარწმუნდა, რომ დასავლეთს არა პარტნიორობა, არამედ რეჟიმის ცვლილება სურს და რუსეთის გლობალურ სცენაზე მარგინალიზაციას ცდილობს. სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რის გამოც ბუშისა და ობამას ადმინისტრაციების დროს გადატვირთვა ჩავარდა და რის გამოც, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ბევრად უკეთ განვითარდა.
ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან იმედნადვე ცუდია, როგორიც ეს ცივი ომის დასაწყისში იყო, შესაძლოა უარესიც კი.
„ჩვენი პრინციპების ხარჯზე, ნუ შეეცდებით პუტინთან დიდი გარიგებების დადებას. მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობების სამსხვერპლოზე, ნუ შესწირავთ სხვა ქვეყნებს. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსულ აგრესიას ყველა სფეროში, ნატოს გაძლიერების საშუალებით. პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ, უნდა გავზარდოთ ხარჯები. მაგრამ, ამ ყველაფრის თქმისას, ჩვენ ასევე ვიცით, რომ აქ არ არსებობს სწრაფი გაუმჯობესების პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვიყოთ მომთმენნი და მტკიცე ჩვენი პრინციპების დაცვაში. პუტინი, ხელისუფლებაში შესაძლოა კიდევ 10, 16 ან მეტი წლის განმავკლობაში დარჩეს და მან აირჩიოს პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნება იმ ნარატივის გაგრძელებით, რომ დასავლეთმა რუსეთის დამარცხება გადაწყვიტა და უარყო მისი ღირსეული ადგილი მსოფლიოში.
წყარო: ამერიკის ხმა