76 გარანტირებული მანდატი გვაქვს, ერთპარტიულად ჩამოვაყალიბებთ მთავრობას – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას პარლამენტში 76 მანდატი უკვე გარანტირებული აქვს და უმრავლესობას ერთპიროვნულად დააკომპლექტებს.

“ესაა ძალიან მნისვნელოვანი გამარჯვება. დარჩენილია 16 გამნაწილებელი მანდატი და თქვენ ყველა ხედავთ, ეს 16-ვე მანდატი, შედეგების მიხედვით, სწორედ მიეკუთვნება ქართულ ოცნებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 16-ვე ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში. შესაბამისად, ჩვენი დასაბუთებული მოლოდინია, რომ საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე, ესაა პრაქტიკულად გარანტირებული მონაცემები, ესაა ცესკოს უკვე ოფიციალური მონაცემები”, – ამბობს კობახიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია უბნების 81.08% –  სულ 3 119 უბანი.

პარტიების რეიტინგები ასეთია:

  • ქართულმა ოცნება – 48,29%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 26,54%
  •  ევროპული საქართველო – 3,8%;
  •  პატრიოტთა ალიანსი – 3,18%
  •  ლელო – 3,25%
  •  სტრატეგია აღმაშენებელი – 3,15%
  • გირჩი – 3,04%
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1,38%
  •  ლეიბორისტული პარტია – 1.01%