უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაზე აცხადებს, რომ ქართული ოცნება არსებული მაჟორიტარული სისტემით ოპოზიციას დაამარცხებს და ოპოზიცია ვაბანკზე მიდის.
“ხომ იციან, რომ 77/73-ზე წესით ქართული ოცნება ოპოზიციას “დავანგრევთ”. არ ვაზედმეტებ, წარმოიდგინეთ, ქართული ოცნება რას უზამს ოპოზიციას, იციან ეს და ამ პიარული თავხედობის გამო მაინც ვაბანკზე მიდიან და აწვებიან, რომ თუ ჟორიკა რურუას არ გამოუშვებ, მე ამასაც ჩაგიგდებ და საერთაშორისო რეაქციები იქნება უმძიმესი. ჩააგდონ, უფრო მაგრად მოვუგებთ. ახლა ჩვენ ვეხვეწებით, იქნება პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ რამენარად-თქო”, – თქვა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან რურუას გათავისუფლების მოთხოვნა “პიარული თავხედობაა” მაშინ, როცა მეორე მხარს ქვეყნის ბედია.
“ოპოზიციამ პოლიტიკური ბრძოლის ეს ეპიზოდი [უგულავა-ოქრუავილის შეწყალება] წარმატებად ჩათვალა, შეიძლება, ჩვენმა ბევრმა მხარდამჭერმაც ასე ჩათვალა, ამას ობიექტური საფუძველიც ჰქონდა.
მაგრამ პიარული თავხედობა ჰქვია ჰქვია იმას, რომ ერთ მხარეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი (სულ რომ ჩვენ საქმე იყოს, ჯერ ერთი, რა ჩვენი საქმეა სასამართლოში ჩარევა), მეორე მხარეს კი კონსტიტუციის ანუ ქვეყნის ბედი. კერძოდ, რა სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს – ამაზე დიდი პიარული თავხედობა არის წარმოუდგენელი”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციის გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვს. მათი განცხადებით, მხოლოდ მესამე პოლიტპატიმრის გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
საეთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.