8 მარტიდან, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

8 მარტიდან,სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა

ცნობისთვის, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.