8 აპრილი: დადასტურდა COVID-19-ის 761 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.

8 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 286 406
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 276 084
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3849
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34 201, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20281, PCR ტესტით – 13920
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,23%, ბოლო 14 დღის – 2,03%, ბოლო 7 დღის – 2,5%
  • კარანტინის რეჟიმში – 229
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2045
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 314