თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისიდანაა, 6 კი საკარანტინო სივრციდან.
მისი თქმით, არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.
,,8 ახალ შემთხვევაში ხანდაზმული არ არის, 1 არის 16 წლის. თუ კლინიკურად შევაფასებთ და არსებული რუტინული კვლევებით, არ სცილდება საშუალო სიმძიმეს მათი მდგომარეობა და ვნახოთ დღეს გაფართოებული კვლევებით, რას მივიღებთ”, – თქვა ეზუგბაიამ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მძიმე 3 პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, დანარჩენების მდგომარეობა კი უცვლელია.
,,ამჟამად ჩვენთან სულ წევს 40 კოვიდდადასტურებული პაციენტი და 1 საეჭვო. მძიმე პაციენტებთან გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, სამი მძიმე პაციენტის მდგომაროება მკვეთრად გაუმჯობესებულია და შეიძლება საშუალოზე მძიმე ვთქვათ მათ მდგომარეობაზე. დანარჩენი პაციენტების მდგომაროება უცვლელია, უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა და ძალიან მცირე ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის.”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.