8 ახალი შემთხვევიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2-ის წყარო უცნობია – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარაის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მისი ინფორმაციით, აქედან 3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, ხოლო 2 შემთხვევის წყარო გაურკვეველია.

“ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია, ამიტომ მობილიზაციის მაღალი ხარისხი გვმართებს”,- აცხადებს გახარია.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 686 გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა.