8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
“8 თებერვლიდან საქართველოში, სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს რომ ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები”,– განაცხადა გახარიამ.