8 თვის შემდეგ, სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად ცნეს.
“პირველ რიგში ძალოვან სტრუქტურებს იყენებენ, რომ დარჩნენ ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ ამ ადამიანების დასჯა არ აწყობთ. მოძალადეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ დაცულები იქნებოდნენ, მათი ვინაობა არ გამოვლინდებოდა, ამიტომ იქცეოდნენ ასე არაადამიანურად”. – უთხრა TV პირველს მაისაშვილმა.
ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმელება 30 ნოემბერს სცემეს. სოციალურ ქსელში ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები გავრცელდა სადაც ჩანდა თუ როგორ ურტყამდა სპეცრაზმელი მაისაშვილს სახეში წიხლებს.