8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

სენაკის რაიონულმა სასამართლომს 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე ითხოვდა, რომ ბრალდებულებისთვის თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. მამა-შვილი ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, გუშინ, 25 ივნისს, სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი, 65 წლის და 35 მამაკაცები  დააკავეს.