ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა.
8 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 286 406
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 276 084
- მათ შორის გარდაცვლილი – 3849
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34 201, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20281, PCR ტესტით – 13920
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,23%, ბოლო 14 დღის – 2,03%, ბოლო 7 დღის – 2,5%
- კარანტინის რეჟიმში – 229
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2045
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 314