8 მარტის შეთანხმების გაფორმება გულწრფელად მივულოცე მმართველ პარტიას, ერთი წლის შემდეგ საქართველო უარეს სიტუაციაშია – კუბილიუსი

“8 მარტის შეთანხმების გაფორმება გულწრფელად მივულოცე მმართველ პარტიას, ერთი წლის შემდეგ საქართველო უარეს სიტუაციაშია”- ამის შესახებ, საქართველოში პოლიტიკური ვითარების შესახებ ევროპარლამენტის პლენალურ სხდომაზე გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეიის თანათავმჯდომარის რანგში, ერთი წლის წინ გულწრფელად მივულოცე მმართველ პარტიას და ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების გაფორმება და გამოვთქვი იმედი, რომ ქართული დემოკრატია ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდებოდა.

სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ საქართველო უფრო უარეს სიტუაციაშია, ვიდრე აქამდე. არ ვაპირებ ურთიერთბრალდებების პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას. უბრალოდ მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ ნამდვილი ევროპელებივით მოქცევა, რომლებსაც ევროპული საზოგადოების წევრობა სურთ. გამოვიყენებ შესაძლებლობას და შევაქებ შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ საქმეს. “- განაცხადა კუბილიუსმა.