8 მილიონი ლარის ერთჯერადი ხელთათმანების ტენდერში გამყრელიძის შვილის კომპანიამ გაიმარჯვა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთჯერად ხელთათმანებზე ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება 7 800 000 ლარია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

ტენდერები 21 იანვარს გამოცხადდა, 27 იანვარს დაიწყო საბუთების მიღება და 28 იანვარს დასრულდა. ტენდერში ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა – კომპანია “გეფა”, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძეა.

1 600 000-იანი და 1 000 000-იანი ტენდერების მიზნობრიობა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ერთჯერადი ხელთათმანების შესყიდვაა – ჯამში ხელთათმანებს 550 საბიუჯეტო ორგანიზაციას გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიას შესყიდვებიდან 10 წყვილი ხელთათმანი ერგება.

ამჟამად ორივე ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. სატენდერო პირობებში იყო ერთი პუნქტი. კერძოდ, კომპანიას 2020 წელს სახელმწიფოსთვის ერთჯერადად მიწოდებული უნდა ქონოდა 1 300 000 ლარზე მეტი შესყიდვის ღირებულების პროდუქტი.