8 ოქტომბრიდან კლუბი KHIDI აღადგენს მუშაობას. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და კლუბი პირველი ივენთის ლაინაფს ავრცელებს. KHIDI სრულად ვაქცინირებული ადამიანების გარდა უმასპინძლებს, ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებსაც, ასევე ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.
KHIDI კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს დაიკეტა.
”16 საათიან საპილოტე ღონისძიებაზე დაუკრავენ კლუბის რეზიდენტები და თბილისური სცენის ახალი ტალღის წარმომადგენლები.
Open Culture – ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და არადომინანტური კულტურისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი პლატფორმა act4culture-ის მიერ ინიცირებული იდეაა, რომელიც უსაფრთხო ღონისძიებების მომზადების, ორგანიზებისა და რეაგირების სტრატეგიას წარმოადგენს.
საპილოტე ღონისძიება OPEN CULTURE: KHIDI მიზნად ისახავს დახურულ სივრცეებში Covid-19 გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებასა და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას, რაც საკლუბო, საფესტივალო და საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს დაეხმარება 2 წლიანი კრიზისის დაძლევასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში.
8 ოქტომბერს, სტუმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც სტუმრების კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. სტატუსის შესამოწმებლად გაიარეთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: covidpass.moh.gov.ge და მიიღეთ უნიკალური ბარკოდი.
• ღონისძიების ონლაინ ბილეთი.
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
• არ დაიშვებიან ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები.
• არ მიიღება ტესტირების ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ბეჭდური ვერსია
მომხმარებელს ორი ბილეთის შეძენის საშუალება აქვს. აუცილებელია ორივე ბილეთის მფლობელის მონაცემების სრულად შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბში მხოლოდ სრულად შევსებული მონაცემის მქონე პირი დაიშვება.
• ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს.
• ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.” – ნათქვამია განცხადებაში.