კარტოგრაფების საქმეზე პროცესი 16 თებერვლამდე გადაიდო

კარტოგრაფების საქმის სასამართლოს პროცესი,16 თებერვლისთვის გადაიდო. მხარეები აღნიშნავენ, მოსამართლე გადაწყვეტილებას მტკიცებულებების დასაშვებობასთან თუ დაუშვებლობასთან დაკავშირებით შემდეგ სხდომაზე მიიღებს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ახალ მტკიცებულებად ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები წარადგინა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მელაშვილი თავისი განცხადებებით აღიარებს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ნაწილი არაა.