87 ახალი შემთხვევიდან 39 აჭარაში დადასტურდა, 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებყლი კორონავირუსის 87 შემთხვევიდან 29 ბათუმში დადასტურდა, 24 ქუთაისის სკოლასთანაა დაკავშირებული და 5 აჭარაში მოგზაურობის ისტორიით.

მისივე ინფორმაციით, 12 ინფიცირებული უკვე დადასტურებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანია, 4 სხვა ქვეყნიდან შემოტანილი შემთხვევაა (აქედან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია) და სამიც მედიცინის მუშაკი. ამ დრომდე არ არის ცნობილი 10 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო.

ბოლო 24 საათში აღრიცხული 87 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

საქართველოში კორონავირუსის 1 917 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა 19.