„არ დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ხელში. ამიტომ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე – რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. […] [ვივამედის] განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს – პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ ვერ და არ შეიცვალა. ფაქტია, რომ აქ ვერ უზრუნველყოფენ მის მკურნალობას და ეს განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც, საავადმყოფო ამბობს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის ჯანმრთელობას. აქედან არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“
ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.