თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე 9 და 10 სექტემბერს, გარკვეული დროით მოძრაობა შეიზღუდება. ამის მიზეზი კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოებია.
“9 და 10 სექტემბერს, 05:00-დან 08:00 საათამდე უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა შეიზღუდება.
ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით”. – წერია მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც შეიცვლება. კერძოდ, N531 მიკროავტობუსი და ავტობუსები: N301, N311, N334, N358, N383, N387, N388, N397 უნივერსიტეტის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შემდეგ კი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისაკენ გადაადგილდებიან, გაივლიან ავალიშვილის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.