რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც კრემლი იუწყება, შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება და 11 მაისამდე გაგრძელდება.
„ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნის დღეებში – 7-8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე – რუსული მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.