9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში 22 საათიდან გადაადგილება შეიზღუდება

ვიცე–პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცახდებით, რომელიც მან საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა, გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში გადაადგილება შეიზღუდება.

“თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება.

ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.