9 პარლამენტარი შიმშილობას აცხადებს – მოთხოვნა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაა

9 პარლამენტარი შიმშილობას იწყებს – ისინი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

“აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე, დავით კირკიტაძე, ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას და შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე”,– თქვა დავით კირკიტაძემ.

ამავე მოთხოვნით მე-12 დღეა შიმშილობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია და გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი იმედა კლდიშვილიც.