”ჩემს ზუგდიდელებს მივმართავ. მე ვამაყობ, რომ ვარ ზუგდიდელი. წერილები მომდიოდა, მოვიდა შენი დამწყნარებელიო, მეუბნებოდნენ საკანში. გავხსნიდი და ზუგდიდიდან იყო.

ერთი-ორი სიტყვით პროკურორებს:

დიდი ხნის წინ მივხვდი, რა იყო თქვენი სამსახური. მაგრამ იყო დრო, ვაფასებდით ფორმიანებს. გაწყდა ეს ისევ.

90-იანებში ძაღლებს ვეძახდით ფორმიანებს. დღეს ძაღლებიც აღარ ხართ.
ჩვენ იმისთვისაც ვართ მზად, სამუდამოც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვიქნებით და იქიდანაც ვიბრძოლებთ. იქიდანაც დაგამარცხებთ.

მეტის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი გოგო მამშვიდებს იქიდან.
უფალს მადლობა, აქ რომ არ მოვხვედრილიყავი, ჩემი ცხოვრება ისე დასრულდებოდა, ამ საოცარ ხალხს ვერ გავიცნობდი. ზოგიერთი შვილად მეკუთვნის, მე უფროსი ვარ, მაგრამ ძმები ვართ.

იმაზე ვნერვიულობ… ისიც აგვეკრძალება, იმ ფუქსებშიც ვეღარ შევხვდებით ერთმანეთსო. მაგრამ მალე ყველა ერთად ვიქნებით გარეთ.
ეთი ჩვენგანი 50-ს უდრის კობახიძის ბანდიდან.

ნურაფრის შეგეშინდებათ. არც ციხეა საშიში. ჩვენნაირი სიმართლის მოყვარული და პატიოსანი ხალხისთვის, იქაც არაა არაფერი საშიში. იქაც მაგრად ვართ.
ჩვენც რომ დაგვივიწყოთ, იბრძოლეთ ბოლომდე. არაფერი დაუთმოთ ამ ჩაჩნებს.”

განაცხადა პროევროპული აქციებისას დაკავებულმა ჯანო არჩაიამ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე სათათბიროდ გავიდა, ის განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.

გაყავთ ბრალდებულებიც.