აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სამლოცველო კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრნენ.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.