91 ინფიცირებულიდან 10 რეანიმაციაში გვყავს, მათგან 8 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, ამჟამად კლინიკაში 108 პაციენტია, აქედან 91-ს კორონავირუსი აქვს დადატურებული. 10 პაციენტს რეანიმაციაში მკურნალობენ, ხოლო მათგან 8 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა.

,,ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 108 პაციენტი, აქედან 91 გვყავს კოვიდინფიცირებული, რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 10 პაციენტი, აქედან 8 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე”,- ამბობს რატიანი.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ადამიანის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 86 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.