“922 ბილბორდი გააკრა ქართულმა ოცნებამ.

2 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეს ამაში.

ეს კალაძის, ღარიბაშვილის ან ივანიშვილის ფული არ არის, ჩვენი ფულია.

ამ ფულს უკან ნამატით დაუბრუნებენ შემომწირველებს ტენდერების და გრანტების სახით.

ასე შოულობენ ფულს სხვა აქტივობებისთვისაც, მათ შორის, ადამიანების მოსყიდვისთვის.

ანუ, ჩვენს ფულს იყენებენ იმაში, რომ რაც შეიძლება ხანგრძლივად დარჩნენ მთავრობაში და ამ ფულის ბრუნვაში უამრავი საქმე ფუჭდება.

რანაირად ფიქრობთ, რომ ასეთი საარჩევნო პოლიტიკის მქონე ადამიანები რამის განვითარებაზე მაინც იზრუნებენ ოდესმე?”

აცხადებს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი, საბურთალოს მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატი ოპოზიციიდან, ბორის “ჩელე” ყურუა.