”მიიღეთ ყველა ზომა მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლების დასაცავად ” – ამ შინაარსის წერილით მიმართავენ ევროპარლამენტარები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს Twitter-ზე ავრცელებენ და გომელაურს ღირსების მარშზე მომიტინგეების ეფექტური დაცვისკენ მოუწოდებენ.
“სწორედ ამ დახმარების სულისკვეთებით მოგმართავთ თქვენ, მინისტრს, იმისათვის, რომ ვთხოვოთ არა მხოლოდ პრაიდის ჩატარების უზრუნველყოფა, რომელიც შეესაბამება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას, არამედ მიიღეთ ყველა ზომა ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლების ეფექტიანი სარგებლობა”, – წერია განცხადებაში.