გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო – ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი, რომელმაც 5 ივლისს ძალადობა წაახალისა, ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს.

“უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია”,– წერს ღარიბაშვილი.

5 ივლისს, როდესაც ორკებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწყონილად არ მიაჩნია.

მან განაცხადა: “ეს საქართველოა, ჩვენ გვაქვს ჩვენი წესები და ტრადიციები და ყველამ უნდა სცეს პატივი”.

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის აზრით, “სამწუხაროა, რომ ვერ ვნახეთ პრემიერმინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით”.