ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ სკოლებში უფასო კვების შემოღებაზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყეს.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ჯანმრთელი ცხოვრების წესი დანერგვა. ჯანსაღი კვება არის ერთ-ერთი მთავარი, რაც ადამიანის ჯანმრთელობას განაპირობებს. მნიშვნელოვანია ბავშვების ადრეულ ასაკშიც სწორი განვითარება და სწორედ ეს პროექტია განხილული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
ინტენსიურად ვიმუშავებთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე Unicef-თან. მათთან ერთად პროექტი დეტალურად გაწერილია როგორც კვების მენიუს, ასევე ფინანსურ ნაწილში. ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ეს უკვე განხილულია“, – აცხადებს ტიკარაძე BM.GE-სთან საუბრისას.
სკოლებში უფასო კვება თბილისში ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირებაა.





![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)