“საქართველოს გადარჩენის უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს” – ამბობს თბილსის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 3 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა.
”გადარჩენის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. კი, თქვენ ყველა აპელირებთ 40-45 გარდაცვლილზე, მაგრამ იცით, მსოფლიო სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ეს ჩვენთვის დიდი ტკივილია, თითოეული ადამიანის დაკარგვა არის ძალიან მძიმე. საქართველოსთვის მძიმედ ისმის 40-50 ავადმყოფის სიკვდილი, მაგრამ მსოფლიო ოპერირებს სხვა მაჩვენებლებით – გადარჩენის მაჩვენებლებით და გარდაცვალების პროცენტით, ანუ ყველა კოვიდავადმყოფს შორის რამდენი პაციენტი გარდაიცვლება და რამდენი გადარჩება.
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამ მაჩვენებლით საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 33 ქვეყანას. თვითონ დაითვალეთ, დღეს 6000-ზე მეტი ავადმყოფი იყო და გარდაიცვალა 49.”- განაცხადა ცერცვაძემ.



![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)









![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-100x70.jpg)

