თეთნულდზე დაკარგული ტურისტები გარდაცვლილი იპოვეს 20:55, 02-10-2022 სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სამივე მათგანის ცხედარი მესტიაშია გადასვენებული. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.