“არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას დევნიდნენ და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული.
მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან.”
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს X-ზე პოსტით ეხმაურება.