თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების პროცესები გაიმართა.
რეზი პეტრიაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ გამოაცხადა. რეზი პეტრიაშვილი კი, შსს-ს მტკიცებით, იმიტომ დააკავეს, რომ მან იდენტიფიცირების მიზნით პოლიციას სახელი და გვარი არ უთხრა.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაურს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ია მელითაურს დაუმორჩილებლობასა და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.















