“ამ წამს დამირეკეს სუს-იდან, მეც დამიბარეს გამოკითხვაზე. გადავეცი რომ დავიკითხები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. 3 საათამდე მოვლენ და ჩამაბარებენ უწყებას.” – წერს სოციალურ ქსელში პედიატრი დავით ჩახუნაშვილი. დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა.
BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.















