“ამ საკითხზე არ გვისაუბრია. ჩვენი პარტნიორებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ღიად გეტყვით, მე არჩევნებისთვის მზად ვარ
არჩევნების ჩასატარებლად საჭიროა ორი საკვანძო საკითხის გადაწყვეტა – პირველ რიგში, უსაფრთხოება: როგორ უნდა ჩავატაროთ დარტყმების ქვეშ, როგორ შეძლებენ მონაწილეობას ჩვენი სამხედროები და მეორე: საკანონმდებლო საფუძველი, რათა არჩევნების ჩატარებას ლეგიტიმაცია ჰქონდეს. და დიახ, რადგან ამ საკითხს აშშ-ს პრეზიდენტი, ჩვენი პარტნიორები აყენებენ, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: მე მზად ვარ არჩევნებისთვის.
გარდა ამისა, მე ახლა ვთხოვ აშშ-ს და სურვილის შემთხვევაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც, რომ დაგვეხმარონ არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ შემთხვევაში უკრაინა მზად იქნება არჩევნების ჩატარებისთვის მომდევნო 60–90 დღის განმავლობაში. პირადად მე მაქვს როგორც სურვილი, ასევე მზადყოფნა ამისთვის.
მივმართავ ჩვენი ფრაქციის დეპუტატებს და ყველა პარლამენტარს, ვთხოვ, რომ მოამზადონ წინადადებები საკანონმდებლო ჩარჩოსა და საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების შესახებ კანონში შესაძლო ცვლილებების შესახებ.
უკრაინაში ხვალ ვბრუნდები. ველოდები წინადადებებს ჩვენი პარტნიორებისგან და დეპუტატებისგან. მე მზად ვარ არჩევნებისთვის”
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.















