სახალხო დამცველი “ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ პოლიციელთა ძალადობის კადრებზე განცხადებას აკეთებს

სახალხო დამცველი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ კადრებს, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობას ასახავს.

ომბუდსმენი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

ამასთან, გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს სურს, საზოგადოებას მიაწოდოს მოკლე ინფორმაცია 2025 წლის საპარლამენტო ანგარიშში პოლიციის მხრიდან მოპყრობის კუთხით ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელიც სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეფუძნება. 2025 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 79 მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა პოლიციის დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, ასევე ადვოკატებს, მოიპოვა და გააანალიზა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი მონაცემები.

მონიტორინგის შედეგად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი ყოველწლიურად იღებს ინფორმაციას პოლიციის მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის შესახებ, როგორც დაკავებისას, ისე დაკავების შემდეგ, პოლიციის მანქანაში და ადმინისტრაციულ შენობებში. შენარჩუნებულია ასევე ტენდენცია, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორებში წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა დაახლოებით ნახევარი უთითებს, რომ დაზიანება მიიღო უშუალოდ დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ.

სახალხო დამცველი კვლავ იმეორებს, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის ეფექტიანი გარანტიების გარეშე. სამწუხაროდ, ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციები წლების განმავლობაში შეუსრულებელია.

პატრულ ინსპექტორებსა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების ვალდებულება კვლავ არ აქვთ. ასევე არ არსებობს პოლიციის ავტომანქანებში დაკავებულთა ყოფნის ვიდეოგადაღებისა და გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ვალდებულება. პოლიციის სამმართველოებსა და დეპარტამენტებში კამერების რაოდენობა არსებითად არ გაზრდილა, ხოლო ცალკეულ სამმართველოებში კამერები საერთოდ არ არის განთავსებული.

2025 წელსაც გამოვლინდა ფორმალური პროცედურების გარეშე, პირების ფაქტობრივად დაკავების უკანონო პრაქტიკა. გარდა ამისა, ანგარიშში აღწერილია დაკავებულების უფლებებზე ინფორმირების და ადვოკატის ხელმისაწვდომობის პრობლემები, ასევე დოკუმენტაციის წარმოების, მათ შორის, პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დოკუმენტირების ხარვეზები.

სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები საპარლამენტო ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად”,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემის ანონსი პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ასახავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ძალადობის კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ.

საქართველოს პროკურატურამ გავრცელებული კადრების კომენტირებისას თქვა, რომ  როგორც პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული, რაზეც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, 2022 წელს მომხდარ ფაქტს შეეხება.

„გავრცელდა „ტვ პირველის” ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართეს „ნოდარ მელაძის შაბათიდან”. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

განცხადება გააკეთა შსს–მაც, რომლის მიხედვით დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს. საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

პოპულარული

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს...

რუსეთი კმაყოფილია–რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება...

ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად – დაკავებულია 1 პირი

შსს-ს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტ ადგილს იკავებენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან სულ მცირე...

ანა ყურაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა – ვიდეომტკიცებულებები ძირითადად უხმოა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი,  საქალაქო...

დაუსჯელი არავინ დარჩება – კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზე

საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ...

ყველა ამბავი

რუსეთმა ესტონეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებისთვის საჰაერო სივრცის დათმობაში დაადანაშაულა

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მარკუს იუხტეგის „ტალინის მახლობლად თავდაცვის მრეწველობის...

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეს და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული დებატებია შეტანილი. განხილვის თემა იქნება „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური...

რუსეთის ნოვოშახტინსკის ქარხანაში ხანძარი სატელიტიდან ჩანს – უკრაინა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს და აცხადებს, რომ საწარმოს...

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერი.როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? – მეუფე იობი

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული - არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ...

სუროგაციის აკრძალვა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ, ქადაგებისას საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გეგმაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა...

ბედნიერები ვართ, ეკლესიასთან ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე – კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ეკლესიასთან ერთიანობით ზრუნავენ ქვეყანაზე."გილოცავთ წმინდა...

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს..ყველა ვართ გარეთ საჭირო – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.. ყველა ვართ გარეთ საჭირო.არავინ არ ვართ ციხეში საჭირო " - ამბობს რეჟიმის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტ ადგილს იკავებენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან სულ მცირე 258-ს მიიღებს. ამით პარტიას პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე დიდი...

საპატიმრო აქციებზე დაკავებულმა დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს

2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებული, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი თავისუფლები არიან. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის...

დიმერში ხუთსართულიან სახლზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-ს გადასცდა

კიევის ოლქის დასახლება დიმერში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, განაცხადა...

აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან - მათ გლდანის ციხე უკვე დატოვეს.ნიკოლოზ ჯავახიშვილი პირველებთან ამბობს, რომ მას...

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დამტკიცებულია ჰიპოთეზა, რომელსაც მათემატიკოსები 170 წელი ვერ ამტკცებდნენ

Anthropic-ის თანამშრომელი და მათემატიკოსი ლევენტ ალპიოგე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რიმანის ცნობილი ჰიპოთეზა დაამტკიცა. ეს პრობლემა მათემატიკოსებს თითქმის...